ფეხბურთი

17:16 | 28.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალი ბულგარეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

ცსკა 1948-ის მცველი ლაშა დვალი ბულგარეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი ადგილობრივმა გამოცემა Nostrabet-მა გამოარჩია. ცსკა 1948-მ ბულგარეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ლუდოგორეცი“ 5:4 დაამარცხა, ბოლოსკენ 3 გოლი რომ არ გაეშვა, 5:1-საც იგებდა:

„მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა ბოლო წუთებზე სამი გოლი გაუშვა, ქართველმა ფეხბურთელმა კარგი სამუშაო გასწია 80-85 წუთის განმავლობაში. ის ცსკა 1948-ის დაცვის ლიდერად ყალიბდება. „წითლებიც“ სულ უფრო მეტად ერთვებიან პირველი ადგილისთვის ბრძოლაში“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალი ბულგარულ კლუბში ცოტა ხნის წინ გადავიდა და დღემდე 5 მატჩში 1 საგოლე პასით გამოირჩა. ცსკა 1948 სატურნირო ცხრილში 29 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ლევსკის 3 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162454