სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:51 | 28.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "თამაშით სიამოვნების მიღება უნდა გავაგრძელოთ და წარსულზე არ ვიფიქროთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში „ლორიანთან“ მატჩის წინ პრესკორენცია გამართა:

„ლორიანში რთულ თამაშს ველოდებით. ვცდილობთ, ყველას სათამაშო დრო მაქსიმალურად კარგად ვმართოთ. ფეხბურთელების დაბრუნება ძალიან კარგი ამბავია და ყველა, ვინც განაცხადში იქნება, სათამაშოდ მზადაა. იმედი მაქვს, რომ ყველა მოთამაშე რაც შეიძლება მალე იქნება ხელმისაწვდომი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

სხვადასხვა პოზიციაზე თამაშის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ რამდენიმე პოზიციაზე თამაში. ამ თვისებას ჩვენი მოთამაშეების უმეტესობაში ვხედავ და ეს ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, დადებითია. ნამდვილი მაგალითი ვართ იმისა, თუ როგორია გუნდი, როდესაც მოთამაშეები თამაშში მუდმივად იცვლიან პოზიციებს.

ახლა უნდა დავტკბეთ თამაშით და გავაგრძელოთ ამ გზაზე სვლა და არ ვიფიქროთ წარსულზე. გვსურს, რომ მუდმივად კონკურენტუნარიანი ვიყოთ და ტიტულები მოვიგოთ. დროა, მომავლისთვის ძალიან ამბიციური ვიყოთ“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „ლორიანისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 29 ოქტომბერს, 22:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09035