მილანის „ინტერის“ მეკარე ხოსეპ მარტინესი მანქანით 81 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს, რომლის მიხედვით, შემთხვევა დღეს დილით „აპიანო ჯენტილეს“ ბაზის მახლობლად მოხდა. ესპანელი მეკარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს დაეჯახა, რომელიც გზაზე ელექტრო ეტლით გადაადგილდებოდა. ექიმების დახმარების მიუხედავად, 81 წლის კაცი გარდაიცვალა.
პოლიცია საქმეს იძიებს, რათა დაადგინოს ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის, კრისტიან კივუს პრესკონფერენცია კი, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, ამ შემთხვევის გამო გაუქმდა.









