ფეხბურთი

19:10 | 28.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრენდან როჯერსმა "სელტიკი" დატოვა

გლაზგოს „სელტიკის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ბრენდან როჯერსმა დატოვა. 52 წლის სპეციალისტმა წასვლა „ჰართსის“ წინააღმდეგ მორიგი მარცხის შემდეგ გადაწყვიტა.

როჯერსი „სელტიკს“ 2016-2019 და 2023 წლიდან დღემდე ავარჯიშებდა. მის კარიერაში ასევე იყო „უოტფორდი“, „რედინგი“, „სუონსი“, „ლივერპული“ და „ლესტერ სიტი“.

„სელტიკმა“ მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო, შოტლანდიის ჩემპიონატში ბოლო ორი მატჩი წააგო და 9 ტურის შემდეგ ლიდერს „ჰართსს“ 8 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, მანამდე, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „კაირატის“ წინააღმდეგ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091923