ფეხბურთი

19:39 | 28.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "როდრი უკეთაა, მაგრამ ჯერ მზად არ არის"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ როდრის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ჯერჯერობით, სათამაშოდ მზად არ არის:

„როდრი ჯერ მზად არ არის, მაგრამ უმჯობესდება და ნაწილობრივ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მაგრამ ვინაიდან კუნთის ტრავმა ორჯერ მიიღო, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ამ კვირაში.

ჰოლანდი? მან ფეხში დარტყმა მიიღო, თუმცა უკეთაა. ვარჯიშის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება, თავს როგორ გრძნობს“, - აღნიშნა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092807