სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:16 | 28.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი ინგლისის ლიგის თასზე არ ითამაშებს

„ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასზე „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება და ამ მატჩში გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.

„წითლების“ ვებგვერდი წერს, რომ ვინაიდან ალისონი ტრავმირებულია და ამჟამად, პირველი მეკარის როლი მამარდაშვილს აქვს, ლიგის თასზე მისი შემცვლელი ფრედი ვუდმანი ითამაშებს - ისე, როგორც მამარდაშვილმა ითამაშა პირველ წრეში, როცა ალისონს ტრავმა არ ჰქონდა.

ვუდმენისთვის ეს „ლივერპულის“ მაისურით სადებიუტო თამაში იქნება, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით დღემდე ყველა ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა - 3 პრემიერლიგაში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 ინგლისის ლიგის თასზე.

„ლივერპულისა“ და „კრისტალ პალასის“ მატჩი 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098206