საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტური „გარეჯის“ და „სამგურალის“ მატჩით დასრულდა, რომელიც სტუმრებმა 4:1 მოიგეს.
შეხვედრა ანგარიშის მიუხედავად, დაძაბული გამოდგა: მერვე წუთზე „სამგურალი“ ჟან კარლოსმა დააწინაურა, რასაც მალევე თამაზ ცეცხლაძის გოლით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. 86-ე წუთზე შედეგი არ შეცვლილა, მაგრამ შემდეგ წყალტუბოელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ჟან კარლოსმა დუბლი გაიფორმა, ხოლო შემდეგ ჯეფერსონ ჯერალდომ და დემურ ჩიხლაძემ გაიტანეს. ჩიხლაძის გოლი ძალიან ეფექტური იყო, ლამის მოედნის ცენტრიდან გაიტანა.
„სამგურალმა“ ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო, 38 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ ეთამაშება, ხოლო „გარეჯი“ 30 ქულით მერვეა და „კოლხეთს“ დაუპირისპირდება.
„გარეჯი“ – „სამგურალი“ 1:4 (1:1)
გოლები: 0:1 კარლოსი (8), 1:1 ცეცხლაძე (33), 1:2 კარლოსი (86), 1:3 ჯეფინიო (90), 1:4 ჩიხლაძე (90)






