სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:00 | 28.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევრა: "ახლა ფეხბურთელები ნაზები არიან, ტიკ ტოკის თაობაა"
პატრის ევრა "იუვენტუსის" კრიზისს გამოეხმაურა

„იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ იტალიურ გრანდში არსებულ კრიზისზე ისაუბრა და ყველაფერში ფეხბურთელები დაადანნაშაულა.

როგორც მან თქვა, როდესაც გუნდიდან მწვრთნელს უშვებენ, ეს ყოველთვის ფეხბურთელების ბრალია.

„მინდა, მესიჯი ფეხბურთელებს გავუგზავნო, რადგან, როდესაც მწვრთნელს ათავისუფლებენ, ფეხბურთელების ბრალია, რომლებმაც სამუშაოს თავი კარგად ვერ გაართვეს. ეს კარიერაში მხოლოდ ერთხელ დამემართა, როცა „მანჩესტერიდან“ დევიდ მოიესი გაათავისუფლეს და მრცხვენოდა. იმედი მაქვს, ფეხბურთელებიც იგივეს გრძნობენ ახლა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, უკვე 2-3 მწვრთნელი დაითხოვეს. ჩვენი თაობის ფეხბურთელები მოედანზე, ვნების, გართობის, კლუბისთვის, მისი ისტორიისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის გავდიოდით. ახლა ტიკ ტოკის თაობაა, ფეხბურთელები ნაზები არიან, ისინი ტენდენციებს მიჰყვებიან, ჩვენ კი არ გვქონდა ყურადღების გამფანტველი ფაქტორი, ამიტომ, ახლანდელი თაობის ფეხბურთელებზე არ ვბრაზდები.

„იუვენტუსმა“ დაკარგა თავისი ღირებულებები. ადრე ანიელი, მაროტა, ნედვედი და პარატიჩი ყოველთვის ჩვენთან ერთად იყვნენ. ყველაზე ლამაზი ჩემპიონატი, რომელიც კი ოდესმე მომიგია, 2015/16 წლების სეზონში იყო, როცა სეზონი საშინლად დავიწყეთ. „სასუოლოსთან“ მარცხის შემდეგ დიდხანს ვისაუბრეთ. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ალეგრის წასვლა სურდათ. ჩემს პერიოდში მატჩის დაწყებიდან 5 წუთში თუ ანგარიში 0:0 იყო, მთელი სტადიონისგან წნეხს გრძნობდი და თუ ამ წნეხთან გამკლავება არ შეგიძლია, „იუვენტუსიდან“ უნდა წახვიდე. როდესაც „იუვენტუსის“ მსგავს გუნდში თამაშობ, ყველაფერი უნდა გაწირო, ოჯახიც კი. „იუვენტუსის“ სიყვარული ადვილია, როცა იმარჯვებს, მაგრამ მხარში დგომა ახლა სჭირდება. ეს კლუბი არასდროს კვდება, ახლა დაჭრილია, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება“, - თქვა ევრამ.

შეგახსენებთ, პატრის ევრა იუვენტუსში 2014-2017 წლებში თამაშობდა და 82 მატჩში 3 გოლი გაიტანა. „იუვეს“ ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ, ლუჩანო სპალეტი გახდება, რომელთანაც მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096124