კალათბურთი

22:43 | 28.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „ტოფაში“ დამაჯერებლად 81:64 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი შერმადინი ორმაგი დუბლით გამოირჩა. ქართველმა ცენტრმა 23 წუთში 10 ქულა, 11 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო და სამქულიანი არ უსვრია.

„ტენერიფე“ D ჯგუფში 3 მოგებით ლიდერია, მომდევნო ტურში კი, 11 ნოემბერს, ისევ „ტოფაშს“ შეხვდება, ოღონდ - საკუთარ მოედანზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089498