სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:39 | 28.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" მძიმე გამარჯვება სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლი“ „ლეჩეს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

ანტონიო კონტეს გუნდს აუტსაიდერის დამარცხება ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში „ლეჩეს“ იდეალური შანსი ჰქონდა ანგარიშის გასახსნელად, თუმცა 17 წლის ფრანჩესკო კამარდამ პენალტი ვერ გაიტანა. მას სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა აჯობა.

საჩუქარი ანტონიო კონტეს გუნდმა შეირგო და ერთ-ერთი იშვიათი მომენტი გოლად აქცია - მატჩის გმირი ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისა იყო, რომელმაც ერთადერთი გოლი მიითვალა.

„ნაპოლი“ სერია A-ს 21 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში პირველ ნოემბერს, „კომოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096932