გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ გერმანიის თასის 1/16-ფინალში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
დაძაბული მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც სტუმრებმა 83-ე წუთზე პენალტით გაიტანეს. თავი რობერტ გლაცელმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ „ჰაიდენჰაიმი“ 45-ე წუთიდან ტიმ ზირსლებენის გაძევების გამო 10 კაცით თამაშობდა.
ბუდუ ზივზივაძე მოედანზე 72-ე წუთამდე იყო. ქართველი ფორვარდი მიმდინარე სეზონში ისევ უგოლოდაა, ხოლო ვარჯიშზე მიღებული დაზიანების შემდეგ გიორგი გოჩოლეიშვილი გამოჯანრმთელდა, რომელმაც ნიღბის გარეშე ითამაშა და მინდორზე 90 წუთი იყო. გიორგიმ ისევ ძალიან კარგი თამაში აჩვენა.
„ჰამბურგი“ თასის მერვედფინალშია, სადაც მეტოქეს მოგვიანებით შეიტყობს, ხოლო ბუნდესლიგის უახლოეს ტურში 2 ნოემბერს, „კიოლნს“ შეხვდება, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“ ერთით ადრე „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.






