ესპანეთის თასზე იური ტაბატაძემ და ლუკა გაგნიძემ თავი საგოლე პასებით გამოიჩინეს.
კოპა დელ რეის 1/64-ფინალში „კადისმა“ გასვლაზე“ „მურსიას“ 3:1 სძლია, ხოლო ტაბატაძის ორი საგოლე პასით როხერ მარტიმ დუბლი შეასრულა. ქართველ ფეხბურთელს „კადისში“ ჩატარებულ 10 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.
„გრანადამ“ ასევე სტუმრად მოიგო, „როდასთან“ 5:1. ლუკა გაგნიძეს მიეცა ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი და ერთი საგოლე პასი მიითვალა. მისი გადაცემით სერხიო როდელასმა შეძლო თავის გამოჩენა. მეექვსე მატჩში პირველი საგოლე პასით გამოირჩა გაგნიძე, რომელიც „გრანადაში“ იჯარით თამაშობს.
„გრანადა“ და „კადისი“ ესპანეთის სამეფო თასის 1/32-ფინალში გავიდნენ.







