კალათბურთი

1:26 | 29.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 11 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგის მეშვიდე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „ოლიმპია მილანო“ დაძაბულ ბრძოლაში 74:72 დაამარცხა.

ესპანურმა გუნდმა მესამე პერიოდში აჯობა მხოლოდ მეტოქეს, თუმცა 8 ქულით, რაც გადამწყვეტი გამოდგა.

თორნიკე შენგელიამ არასრულ 29 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ბარსელონა“ 4 მოგებით და 3 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი 31 ოქტომბერს, „პარტიზანთან“ სტუმრად გამართავს.

მიუნხენის „ბაიერნმა“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალი“ დაძაბულ ბრძოლაში 90:84 დაამარცხა.

მნიშვნელოვან გამარჯვებაში კამარ ბოლდუინმა წვლილი 10 ქულით, 2 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით შეიტანა. მან 21 წუთი ითამაშა, 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.

„ბაიერნი“ ევროლიგაში 3 მოგებით და 4 წაგებით მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 ოქტომბერს, „ვირტუს ბოლონიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090441