ისრაელის თასი ლუკა გადრანის „ბეითარმა“ მოიგო, რომელმაც ფინალში თელ ავივის „ჰაპოელი“ 2:1 დაამარცხა.
ამ ტურნირში წინა სეზონის ოთხი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალიდან თამაშობს და ყველას „ბეითარმა“ აჯობა. ქართველი ცენტრალური მცველი ფინალში მოედანზე შეუცვლელად იყო.
ლუკა გადრანს მიმდინარე სეზონში „ბეითარის“ მაისურით 6 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასი გააკეთა.









