სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

9:55 | 29.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი დავითაშვილის დასვენებაზე: "ახალი ძალები გვჭირდებოდა"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა „პოსთან“ მატჩის (6:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა, თუ რატომ არ იყო ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი.

ნორვეგიელმა სპეციალისტმა ეს გადატვირთული გრაფიკით და როტაციით ახსნა:

„ამ კვირაში სამი თამაში გვაქვს, ამიტომ, დასვენებული ძალები გვჭირდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ დავითაშვილმა და სტასინმა ნაკრებებში ორ-ორი მატჩი ითამაშეს, ამიტომ დღეს ახალი ძალები საჭირო იყო“, - თქვა ჰორნელანმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა და გოლიც გაიტანა, ხოლო შემდეგ მეტოქის ფეხბურთელმა მასთან უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო. მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელს 11 მატჩში 5 გოლი აქვს და ლიგა 2-ის ბომბარდირებს შორის მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09034