პორტუგალიის თასის 1/4 ფინალში ლისაბონის "სპორტინგმა" საკუთარ მოედანზე "ალვერკას" უმასპინძლა და მეტოქე 5:1 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც მოედანზე სრულად ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ კარგი მატჩი ჰქონდა. ქართველმა მატჩში 7.1 შეფასება დაიმსახურა.
"სპორტინგის" მხრიდან ორ-ორი გოლი ქუენდამ და ბლოპამ გაიტანეს, ხოლო ერთი გოლიც იონადისის ანგარიშზეა. ამ გამარჯვებით ლისაბონელებმა თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც მათი მეტოქე "პორტუსა" და "ვიტორია გიმარაეშს შორის გამარჯვებული იქნება.
"სპორტინგი" ჩემპიონატის მატჩს 1 ნოემბერს საკუთარ მოედანზე გამართავს და მისი მეტოქე კვლავ "ალვერკა" იქნება.









