სხვა

11:00 | 29.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისლამ მახაჩევი: „პიმბლეტს თოფურიასთან შანსი არ ექნება“

UFC-ის რუსმა მებრძოლმა ისლამ მახაჩევმა ცნობილ გამოცემა ESPN-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჟურნალისტმა ერთ-ერთი კითხვა ილიას შესახებ დაუსვა, თუ ვინ უნდა იყოს ქართველი მებრძოლის მომდევნო მეტოქე.

„ვფიქრობ, რომ ილიას მომდევნო მეტოქე არმან ცარუკიანი უნდა იყოს, ის ამას იმსახურებს. მან ილიასა და ოლივეირას ჩხუბი დააზღვია, წონა ჩააბარა და დივიზიონში ნომერ პირველი კონტენდერია. ჩემთან ჩხუბამდე შეცდომა დაუშვა, თუმცა ვფიქრობ საჩემპიონო ორთაბრძოლას იმსახურებს.

ოღონდ პედი პიმბლეტი არა და იყოს ცარუკიანი ან გეიჯი. პიმბლეტი მასთან ჩხუბს არ იმსახურებს, ვის მოუგო? ჩენდლერს და ფერგიუსონს? მათ ყველა უგებს. ვფიქრობ პედის ილიასთან შანსი არ ექნება, მას შეუძლია რაღაცები გააკეთოს მაგრამ საერთო ჯამში ილიასთვის მასთან დაპირისპირება გამოწვევა საერთოდ არ იქნება, განსხვავებით ცარუკიანისგან, რადგან ის ძალიან შაში მებრძოლია და როგორც დგომში ისე მიწაზე შეუძლია პრობლემები შეუქმნას ნებისმიერ მეტოქეს.“ - განაცხადა მახაჩევმა.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქი დივიზიონი დატოვა და ზედა წონაში გადაინაცვლა, სადაც საჩემპიონო ორთაბრძოლას ნოემბერში ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169608