ფეხბურთი

11:40 | 29.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სკოტ მაკტომინეი შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს

"ნაპოლის" შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელის გადაბირებით "ტოტენჰემია" დაინტერესებული და მის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ეცდება. ინგლისში დაბრუნებით თავად მაკტომინეიც დაინტერესებულია, რაც აღნიშნული გარიგების განხორციელებას უფრო რეალურს ხდის.

შეგახსენებთ, რომ სკოტ მაკტომინეი "მანჩესტერში" თამაშობდა და "ნაპოლიში" გასული წლის ზაფხულში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელი "პარტენოპეის" კარგად სეეწყო და სერია A-ს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. სკოტს იტალიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089147