თამაშგარე

12:55 | 29.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარა არგენტინელ ფეხბურთელებს არ ეშვება

არადა არ ანებებს თავს არგენტინელ ფეხბურთელებს, ჯერ მაქსი როდრიგესის, შემდეგ კი მაურო იკარდის ყოფილი ცოლი, მოდელი და ტელეწამყვანი ვანდა ნარა. ამჯერად მის „კლანჭებში“ კინაღამ არგენტინის ნაკრების კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ენცო ფერნანდესი აღმოჩნდა.

როგორც არგენტინული ბულვარული მედია გვაუწყებს, ვანდას ენცოსთვის ტელეფონზე სატრფიალო შინაარსის წერილი მიუწერია და ზედ საკუთარი ფოტოც დაურთავს, აქაოდა ნახე რა გოგო ვარ და თურმე რა ქალს ყვარებიხარო. ვანდასდა სამწუხაროდ, ენცომ ეს მესიჯი თავის სატრფოს, ვალენტინა სერვანტესს გადაუგზავნა, რათა დაერწმუნებინა როგორი ერთგულია მაშინ, როდესაც ქალები მასზე ასეთი მონდომებით ნადირობენ.

ახლა ვანდა იძულებულია ამტკიცოს, რომ წერილი და ფოტო ენცო ფერნანდესს შეცდომით გაუგზავნა და თითქოს ეს მიმოწერა სულ სხვა კაცისთვის იყო. მაგრამ არგენტინაში უკვე ყველამ იცის ვანდა ნარას ფეხბურთელთმოყვარეობა და არავინ დაიჯერებს, რომ იგი მესამედ არ ცდილობდა არგენტინელი ფეხბურთელის „მოჩანგვლას“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094426