სხვა

14:05 | 29.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "ჩვენ კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ გამარჯვებას"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ მისი ძმის, ალექსანდრე თოფურიას მოახლოებულ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. "ელ მატადორი" თავისი ძმის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ გამარჯვებას. არა გამართლების, არამედ მძიმე შრომის და იმ თავგანწირვის ხარჯზე, რომელსაც ვერავინ ხედავს." - დაწერა ილიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურია UFC-ში მეორე ბრძოლას 22 ნოემბერს კატარში გამართავს და მისი მოწინააღმდეგე ყაზახი მებრძოლი ბეკზატ ალმახანი იქნება. ალექსანდრეს MMA-ში სულ 7 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 6-ჯერ იმარჯვა, ერთხელ კი დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090454