სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:50 | 29.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟერმეინ პენანტი: "ალისონის დაბრუნების შემდეგ "ლივერპულის" შედეგები გამოსწორდება"

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერმეინ პენანტმა talkSPORT-თან ინტერვიუს დროს კლუბის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით ეს ყველაფერი ალისონ ბეკერის არ ყოფნის გამო ხდება და დარწმუნებულია, რომ ბრაზილიელის დაბრუნების შემდეგ "ლივერპულის" შედეგები გამოსწორდება.

"გუნდს ალისონი წარმოუდგენლად სჭირდება, ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამას ჩვენ ახლა ვხედავთ. "ბრენტფორდთან" გაშვებული მეორე გოლის დროს, ალისონს ის ბრუთი საჯარიმოს გარეთ ექნებოდა მოგერიებული. ის ასევე კარგია ფეხით თამაშის დროს და როდესაც მოწინააღმდეგე გუნდი პრესინგს ახორციელებს, მის მიმართ ეს არ მუშაობს და შესაბამისად გაშვებული გოლის ალბათობას გაცილებით ნაკლებს ხდის. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ "ლივერპულის" ცუდი შედეგები მისი დაბრუნების შემდეგ გამოსწორდება", - განაცხადა პენანტმა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულის" კარს ბოლო მატჩებში გიორგი მამარდაშვილი იცავს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "მერსესაიდული" გრანდი პრემიერლიგაში ზედიზედ ოთხი მატჩია მარცხდება.

"ლივერპულს" 10 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში საკუთარ მოედანზე "ასტონ ვილას" უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095095