სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:11 | 29.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთი - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 30 ოქტომბერს, BILETEBI.GE-ზე 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 65 ლარია და ერთ მომხმარებელს მაქსიმუმი ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება:

  • სახელი და გვარი ლათინური სიმბოლოებით, პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი
  • აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის მონაცემებს

შეძენილ ბილეთებს მიიღებთ BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მატჩამდე ორი დღით ადრე. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096654