ფეხბურთი

16:25 | 29.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ საბატინი: "სპალეტის შეუძლია ილდიზისგან ახალი კვარაცხელია შექმნას"

მას შემდეგ რაც ტურინის "იუვენტუსიდან" იგორ ტუდორი დაითხოვეს, მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "ბიანკონერის" ლუჩანო სპალეტი ჩაიბარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა La Gazzetta dello sport-ის საფეხბურთო ექსპერტმა ვალტერ საბატინიმ. მისი აზრით "იუვენტუსისთვის" სპალეტის სტილი მომგებიანი იქნება და ამასთან ერთად მას შეუძლია ქენან ილდიზისგან ახალი კვარაცხელია შექმნას.

„ბიანკონერის“ რაღაც მეტი სჭირდება და ამისთვის ლუჩანო იდეალური გენიოსია. „იუვენტუსს“ მოედანზე ლიდერშიპი აკლია, როდესაც ლიდერები არ არიან, საჭიროა ვინმე, ვინც პრობლემებს გადაჭრის. სპალეტისთან არ მისაუბრია, მაგრამ თუ კლუბის არჩევანი ის იქნებოდა, ლუჩანო შესაფერის მომენტში შესაბამის ადგილზე მოხვდებოდა, რადგან „იუვენტუსს“ სპალეტი სჭირდება, სპალეტის კი „იუვენტუსი“.

ამ მომენტში "იუვენტუსისთვის" სპალეტის სათამაშო სტილი მომგებიანია და ამასთან ერთად თავდამსხმელებისთვის მომგებიანი, რადგან მისი გაწვრთნილი გუნდები მეტოქის საჯარიმოში ყოველთვის 5-6 მოთამაშეებით ხვდებიან ხოლმე. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია მეტ საგოლე მომენტებს ქმნის. მახსოვს, როგორი დაბალშედეგიანები იყვნენ მაურო იკარდი "ინტერში" და ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლიში", მაგრამ როდესაც სპალეტი მივიდა გუნდში მათი მაჩვენებლები ორმაგად გაიზარდა. აქედან გამომდინარე მჯერა, რომ დევიდი "ლილის" ტემპით გოლების გატანას დაიწყებს, ხოლო ვლაჰოვიჩი გაბრწყინდება.

სპალეტის გუნდში დახვდება ქენან ილდიზი, რომელიც ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელია. მიუხედავად ასაკისა, მას უკვე შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და გადამწვეტ მოთამასედ ყოფნა. მჯერა, რომ სპალეტი მას შეუჩერებელს გახდის და ისეთ მოთამაშედ აქცევს, როგორც ეს ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში გააკეთა", - განაცხადა საბატინიმ.

შეგახსენებთ, რომ 2022-2023 წლების სეზონში ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა "ნაპოლიმ" სერია A მოიგო, ხოლო ამავე სეზონში ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166548