"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა 16 წლის შვედი თავდამსხმელის კევინ ფილინგის ტრანსფერზე მუშაობს და მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა და შესაძლოა ყველაფერი მალე დასრულდეს. თავდაპირველად ინგლისელები ფეხბურთელის გაფორმების შემდეგ აპირებენ, რომ ფილინგი მის ამჟამინდელ კლუბ "აიკში" ერთი სეზონით დატოვონ.
ცნობისთვის, კევინ ფილინგმა "აიკის" ძირითად გუნდში უკვე 10 მატჩის ჩატარება მოასწრო და თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა. მას ასევე შვედეთის 15, 16, 17, და 18 წლამდე ნაკრებებში აქვს ნათამაშები.









