ვინისიუსმა მადრიდის „რეალის“ ფანებს, ფეხბურთელებს და წევრებს ბოდიში მოუხადა.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ზოგჯერ ემოცია ერევა და უბრალოდ სურს, რომ „რეალის“ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთოს:
„დღეს მინდა ბოდიში მოვუხადო „რეალის“ ყველა გულშემატკივარს „ელ კლასიკოში“ შეცვლის დროს ჩემი რეაქციის გამო. როგორც პირადად დღევანდელ ვარჯიშზე, მინდა, კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო ჩემს თანაგუნდელებს, კლუბს და პრეზიდენტს. ზოგჯერ ემოცია და ვნება მერევა: ყოველთვის მინდა გავიმარჯვო და ჩემს გუნდს დავეხმარო. ჩემი კონკურენტუნარიანი ხასიათი ამ კლუბის სიყვარულიდან გამომდინარეობს. გპირდებით, რომ გავაგრძელებ ყოველ წამს ბრძოლას მადრიდის „რეალის“ წარმატებისთვის, როგორც ამას პირველივე დღიდან ვაკეთებდი“, - დაწერა ვინისიუსმა.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი „ბარსელონაში“ მატჩში შეცვლის დროს ძალიან გაბრაზდა, ტელეკამერების მეშვეობით მისი სიტვებიც გაშიფრეს და გაბრაზებული ამბობდა: „ყოველთვის, ამ გუნდიდან უნდა წავიდე“.
თუმცა, როგორც ჩანს, ვინისიუსსა და ჩაბი ალონსოს შორის პრობლემები მოგვარებულია.






