„ბარსელონას“ პედრი გამოაკლდა, რომელიც ნოემბერში, სანაკრებო მატჩებსაც გამოტოვებს, შესაბამისად, თბილისში, საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს.
22 წლის ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს. „ბარსელონას“ განცხადებაში არაფერია აღნიშნული რა პერიოდით იუქმებს ესპანელი, მაგრამ As-ი იტყობინება, რომ პედრის დაბრუნება მხოლოდ სანაკრებო პაუზის შემდეგაა მოსალოდნელი.
უკეთეს შემთხვევაში ის „ბარსას“ 22 ნოემბერს, „ბილბაოსთან“ შეხვედრაში დაუბრუნდება. საქართველოსა და ესპანეთის მატჩი კი, ერთი კვირით ადრე, 15 ნოემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება.
მიმდინარე სეზონში პედრიმ „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.






