ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი ედენ აზარი პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ინფორმაცია პრემიერლიგის ვებგვერდმა გაავრცელა.
ბელგიელი შემტევი „ჩელსიში“ 2012-2019 წლებში თამაშობდა და 245 მატჩში, 85 გოლთან ერთად 57 საგოლე პასით გამოირჩა. მან ლონდონურ კლუბში პრემიერლიგა ორჯერ მოიგო.
აზარი 26-ე ფეხბურთელია, რომელიც პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ეს პატივი ერგებათ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს, რომელთაც კარიერა დასრულებული აქვთ. აზარი გარი ნევილის შემდეგ მეორეა, რომელიც დიდების დარბაზში წელს შეიყვანეს.









