ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ მესამე მატჩი ჩაატარა და ისევ დამარცხდა.
კოტე ტუღუშის გუნდა თბილისში „ბილბაოს“ უმასპინძლა, რომელსაც ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 51 ქულის სხვაობით, 62:113 წააგო. ესპანური კლუბი მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა. მხოლოდ მესამე პერიოდი იყო დაძაბული, რომელიც „ქუთაისმა“ ორი ქულით დათმო.
საუკეთესო „ბილბაოს“ კალათბურთელი ჯასტინ იავორსკი იყო 21 ქულით, ხოლო ალეიშ ფონტმა 16 ქულა და 5 პასი დააგროვა. „ქუთაისს“ ტაირი ბოიკინმა 14 ქულით და 4 მოხსნით ულიდერა.
„ქუთაისი“ ჯგუფში 3 წაგებით ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 ნოემბერს, სტუმრად ჩეხურ „ბრნოს“ შეხვდება.
„ქუთაისი“ – „ბილბაო“ 62:113 (15:31, 12:30, 22:24, 13:28)









