ალბანეთში მიმდინარე 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ბაჩუკი შამილიშვილმა იასპარეზა.
ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით კონტინენტის პირველობის ატაცში 94 / 98 კგ. დაძლია და მე-8 ადგილზე გავიდა.
ძალოსანი აკვრაში დაძლეული 121 / 127 / 131 კილოგრამით მე-6 საფეხურზეა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 229 კილოგრამით მე-7 ადგილი ერგო.









