„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა „იუვენტუსთან“ მარცხის (1:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
უდინელებმა ორი პენალტი გაუშვეს, ორივე საბა გოგლიჩიძემ აიკიდა და მატჩის მერე მთავარი მწვრთნელი კოსტა რუნიაიჩი მსაჯის გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ იყო.
„პირველ ტაიმში სტაბილურად ვითამაშეთ და კონტროლი გვქონდა. „იუვენტუსმა“ ორი გოლი პენალტით გაიტანა, რაც გადამწყვეტი იყო. შემდეგ ბაიოს მომენტით ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი გვქონდა. ცხადია, კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ.
ორივე პენალტის კადრები ვნახე და თუ შენელებულ კადრში უყურებთ, ყველა მატჩში მსგავს ეპიზოდში პენალტს იპოვთ. პირველ პენლზე ორივე ფეხბურთელი ერთმანეთს იჭერდა. მსაჯის გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ზოგჯერ ზოგჯერ საჭიროა მოედნის მსაჯის გადაწყვეტილებებს VAR-მა სცეს პატივი, მაგალითად, მეორე პენალტის მომენტში, როცა თავიდან მსაჯმა ჯარიმა ჩვენს სასარგებლოდ დანიშნა. ორი გოლი პენალტით გავუშვით, ასევე გვქონდა გასათანაბრებლად შესანიშნავი შანსი. ახლა კონცენტრირებული უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ატალანტასთან მატჩისთვის მოვემზადოთ“, - თქვა რუნიაიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „უდინეზეს“ 9 ტურში 12 ქულა აქვს და მომდევნო ტურში პირველ ნოემბერს, „ატალანტას“ უმასპინძლებს.









