„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლორიანთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ცუდად ითამაშეს და მოგებას არ იმსახურებდნენ.
„განსაკუთრებით, პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, რადგან არცერთი მომენტი არ გვქონია. მეორე ნახევარში გავიტანეთ, მაგრამ სამწუხაროდ, მალევე გავუშვით. მეორე ტაიმი უკეთესი იყო.
ტრავმები ყოველთვის ცუდია. დუეს ტრავმა უცნაურია, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რამდენად სერიოზულია. იმედია, ძალიან სერიოზული არ არის. ვიცით, რომ ტრავმა პროფესიონალი ფეხბურთელის საქმის ნაწილია.
საშიში აღარ ვართ? ასეთი შთაბეჭდილება გრჩებათ? იმის მიხედვით, თუ როგორ იცავს ყველა მეტოქე ჩვენს წინააღმდეგ თავს, მგონია, რომ პატივს გვცემენ. დღეს მოგებას არ ვიმსახურებდით, „ლორიანს“ ვულოცავ, რომელმაც დაცვაში შესანიშნავად ითამაშა. ეს ფეხბურთია, 90 წუთი კონცენტრირებული უნდა იყო. გუშინაც ვთქვი, რომ მოგება რთული იქნებოდა, მაგრამ არავინ მიჯერებდა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის ბოლო ოთხ ტურში ერთადერთხელ მოიგო და 21 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი პირველ ნოემბერს, „ნიცას“ უმასპინძლებს.






