სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:46 | 30.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო შვიდ მატჩში 6 მარცხი: "ლივერპული" "კრისტალ პალასთან" განადგურდა

ჯერ სეზონის ნახევარი არ გასულა, მაგრამ „კრისტალ პალასმა“ „ლივერპული“ მესამედ დაამარცხა - სამ სხვადასხვა ტურნირზე.

აგვისტოში „კრისტალ პალასმა“ „ლივერპულს“ ინგლისის სუპერთასზე აჯობა და ტიტული მოიგო, შემდეგ პრემიერლიგაში დაამარცხა, ხოლო ახლა ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალიდან გააგდო. ოლივერ გლაზნერის გუნდმა „ენფილდზე“ 3:0 მოიგო!

თავიდანვე ვთქვათ, რომ კარში გიორგი მამარდაშვილი არ იყო, თასზე მესამე მეკარემ, ფრედი ვუდმანმა ითამაშა. პირველი ტაიმის მიწურულს ლონდონელები ისმაილა სარის დუბლით დაწინაურდნენ, ხოლო მატჩის მიწურულს იერემი პინომ გაიტანა.

„ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო შვიდ მატჩში ექვსი მარცხი განიცადა, რაც კატასტროფული შედეგია.

ინგლისის ლიგის თასის მომდევნო ეტაპზე მშვიდად გავიდა „არსენალი“, რომელმაც „ბრაიტონი“ 2:0 დაამარცხა. „ჩელსიმ“ თრილერში 4:3 აჯობა გასვლაზე „ვულვზს“, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ 3:1 მოუგო „სუონსი სიტის“. „ნიუკასლმა“ „ტოტენჰემს“ აჯობა (2:0) და ისიც მეოთხედფინალშია.

ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში „კრისტალ პალასი“, „ნიუკასლი“, „ფულჰემი“, „ბრენტფორდი“, „კარდიფი“, „არსენალი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094648