ფეხბურთი

2:22 | 30.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" "ფიორენტინას" ადვილად აჯობა

სერია A-ს მეცხრე ტურში „ინტერმა“ „ფიორენტინას“ ადვილად აჯობა და „ნაპოლისთან“ მარცხი დაივიწყა.

კრისტიან კივუს გუნდმა მეტოქეს აჯობა, რომელიც მეორე ტაიმში გატეხა. ანგარიში შორეული დარტყმით ჰაკან ჩალჰანოღლუმ გახსნა, რასაც მალევე პეტარ შუშიჩის გოლი მოჰყვა. მატჩის მიწურულს ჩალჰანოღლუმ დუბლიც შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

„ინტერმა“ 18 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში „მილანს“ გაუთანაბრდა, ხოლო ლიდერთა დუეტს, „რომასა“ და „ნაპოლის“ 3 ქულით ჩამორჩება. „ფიორენტინამ“ სეზონი საშინლად დაიწყო, მოგების გარეშეა, გასავარდნ ზონაში, ბოლოსწინა ადგილზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092443