„კრისტალ პალასის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა გააზიარა თავისი მოსაზრებები გასული სეზონის ინგლისის ჩემპიონის, „ლივერპულის“ წინააღმდეგ 2025/2026 წლების სეზონში მოპოვებული მესამე გამარჯვების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ლონდონურმა გუნდმა ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდში მერსისაიდელები 3:0 დაამარცხა.
„ეს კარგი გამარჯვება იყო. თამაშში შესასვლელად დაახლოებით 15 წუთი დაგვჭირდა - შემდეგ რამდენიმე კარგი გოლი გავიტანეთ და მატჩზე კონტროლი დავაწესეთ. პირველი 15 წუთის განმავლობაში არადამაჯერებლად გამოვიყურებოდით, თითქოს ისევ სასტუმროში ვიყავით. თანდათანობით, წინ წავედით. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არა საუკეთესოდ. განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთელებს, რომ სამ თვეში სამჯერ დავამარცხეთ ინგლისის ჩემპიონები. არ ვიცი, როგორ მოვახერხეთ ეს. „მათი შემადგენლობა წინასწარ არ გვინახავს, მაგრამ მასში შედიოდნენ ენდი რობერტსონი, ენდო, კერკეზი, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული მაკ ალისტერი და რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე. რიო ნგუმოამ უკვე აჩვენა, რომ მას შეუძლია გოლის გატანა“, - ციტირებს გლასნერის სიტყვებს BBC.
ადრე, „ლივერპული“ „კრისტალ პა;ასთან“ პრემიერლიგაშიც დამარცხდა (1:2) და ინგლისის სუპერთასზეც 2:2 (პენალტებში 2:3).
