გლაზგოს „სელტიკი“ დაინტერესებულია „ლივერპულის“ მცველის, ენდრიუ რობერტსონის შეძენით - წერს Football Insider.
წყაროს ცნობით, 31 წლის შოტლანდიელის მერსისაიდელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით პროგრესი არ არის, რითაც „სელტიკს“ შეუძლია ისარგებლოს.
რობერტსონი „სელტიკის“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. 2025/26 წლების სეზონში მან „ლივერპულის“ შემადგენლობაში ცხრა მატჩში ერთი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 15 მილიონ ევროდ აფასებს.









