სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:16 | 30.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკე დუეს ტრავმაზე: „ჯერ არ ვიცი მისი მდგომარეობა“

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა ნახევარმცველ დეზირე დუეს ტრავმაზე, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში, „ლორიანთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში მიიღო.

20 წლის ფრანგმა მარჯვენა ბარძაყზე ხელი მოიკიდა და 61-ე წუთზე საკაცით გაიყვანეს მოედნიდან, შემდეგ სახე ხელებით დაიფარა.

„ეს ცოტა უცნაური ტრავმა იყო, ჯერ არ ვიცი მისი მდგომარეობა. იმედია, სერიოზული არ არის, მაგრამ მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ“, - განაცხადა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე.

2025/26 წლების სეზონში დუემ 8 მატჩში 3 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091697