ფეხბურთი

13:52 | 30.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ განმარტა, თუ რა უნდა გააკეთოს „ინტერ მაიამიმ“ MLS-ის თასის მოსაგებად

„ინტერ მაიამის“ 38 წლის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გააზიარა თავისი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ ფლორიდელებმა MLS თასის მოსაგებად შეჯიბრის პლეი-ოფის შემდეგ.

„ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ჩვენ გავუმჯობესდით და შესამჩნევად გავძლიერდით. გვქონდა რამდენიმე მართლაც კარგი მომენტი, მაგრამ მაინც არასტაბილურები ვართ და ბევრ გოლს ვუშვებთ. თუ გვინდა MLS თასის მოგება, უნდა გავაგრძელოთ გაუმჯობესება. ჩვენ ეს შარშანაც ვიგრძენით: მოვიგეთ რეგულარული სეზონი და შემდეგ პირველივე რაუნდში გამოვეთიშეთ მთავარ ეტაპს“, - ციტირებს მესის სიტყვებს ESPN.

აღსანიშნავია, რომ „ინტერ მაიამიმ“ მიმდინარე პლეი-ოფის სეზონში მერვედფინალამდე მიაღწია, სადაც მათ ორმატჩიანი სერიის პირველი მატჩი „ნეშვილს“ 3:1 მოუგეს. საპასუხო შეხვედრა 2 ნოემბერს ნეშვილში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094404