ფეხბურთი

14:42 | 30.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტამ „არსენალის“ „ბრაიტონთან“ გამარჯვებაზე ისაუბრა

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდში „ბრაიტონთან“ 2:0 გამარჯვებაზე.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ეს განსაკუთრებული ღამე იყო და მე ძალიან ბედნიერი ვარ მრავალი მიზეზის გამო. ცხადია, ჩვენ მეოთხედფინალში გავედით და ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. ჩვენ 10 ცვლილება განვახორციელეთ (სასტარტო შემადგენლობაში) მოვიყვანეთ მოთამაშეები, რომლებიც აქამდე არასდროს უთამაშიათ ერთად და გვქონდა ორი შესანიშნავი დებიუტი მაქს დუმანისა და ანდრე ჰარიმან-ანუსის შემთხვევაში.

უნიკალური გრძნობაა, როცა ვინმეს შანსს აძლევ და ოცნებას ასრულებ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდა და ჩვენ გამარჯვება მოვახერხეთ“, - უთხრა არტეტამ „არსენალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.10047