ლეგენდარულმა გერმანელმა ნახევარმცველმა ლოთარ მათეუსმა გააზიარა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მიუნხენის „ბაიერნის“ სათადარიგო მეკარე იონას ურბიგს მთავარი მეკარის, მანუელ ნოიერის ჩანაცვლება.
„იონას ურბიგი ოთხშაბათს კიოლნში (გერმანიის თასის 1/16 ფინალის მატჩში „ბაიერნმა“ მეტოქე 4:1 დაამარცხა) კარში დაბრუნდება. შაბათს მიონხენგლადბახში მას უკვე შეეძლო სტადიონზე არსებული ატმოსფეროს შეგუება, რომელიც მსგავსი იქნება იმისა, რაც მას ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თასის მატჩში ელის.
ურბიგმა „ბაიერნში“ ჯერჯერობით კარგად წარმოაჩინა თავი, ის ყოველთვის მზადაა ბრძოლაში ჩასართავად. თან შეუძლია ყოველდღიურად ისწავლოს მანუელ ნოიერისგან ვარჯიშზე. თუ იონასი შესაბამისად განვითარდება, ერთ დღეს შეიძლება მისი მემკვიდრე გახდეს. „შტუტგარტის“ ალექსანდერ ნიუბელი ასევე ნოიერის პოტენციურ მემკვიდრეებს შორისაა, რადგან ის ჯერ კიდევ „ბაიერნში“ ასპარეზობს. ჯერ კიდევ გასარკვევია, რამდენ ხანს დააკვირდება ნიუბელი ამ სიტუაციას“, - ციტირებს მათეუსის სიტყვებს Sky Sport Germany.
ურბიგმა ამ სეზონში მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში ორი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაუშვა.







