თამაშგარე

15:49 | 30.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვა გრანდიოზულ ქორწილს აპირებს

2015 წლის ივლისში ბულგარელ ჩოგბურთელ გრიგორ დიმიტროვთან დაშორების შემდეგ, ბევრს ეგონა რომ რუსი მეჩოგნის, მარია შარაპოვას კაცთმაძიებლობა საბოლოოდ დასრულდებოდა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და მარიამ სწორედ დიმიტროვის შემდეგ იპოვა კაცი, რომლისგან შვილიც შეეძინა და ცხოვრებაც თავისკალაპოტში ჩაჯდა.

2018 წელი მარიას ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან სწორედ 2018 წლის გაზაფხულზე გაიცნო ბრიტანელი ბიზნესმენი ალექსანდერ გილკესი, რომელთანაც ორწლიანი საიდუმლო შეხვედრების შემდეგ 2020 წლის დეკემბერში თანაცხოვრებაც დაიწყო და აქედან ორი წლის შემდეგ შვილი, თეოდორეც ეყოლათ.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი უკვე ხუთი წელია ერთადაა და საერთო შვილიც კი ჰყავთ, ახლაღა გადაწყვიტეს ოფიციალურად დაქორწინება და ჯვრისწერა. როგორც ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, მარია შარაპოვას და ალექსანდერს გრანდიოზული ქორწილი ლონდონში წელს დეკემბერში აქვთ დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091257