NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „დეტროიტ პისტონსთან“ დიდი ანგარიშით 135:116 დამარცხდა.
ბითაძემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და ჯამში პარკეტზე 26:31 წუთი გაატარა, ამ დროში ქართველმა 10 ქულას 5 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ გოგას ყველა ნასროლი ზუსტი იყო, მან 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.
შეხვედრის საუკეთესო „დეტროიტის“ კალათბურთელი ქეიდ კანინგემი გახდა, რომელმაც 30 ქულას, 6 მოხსნას და 10 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონში „ორლანდოს“ ჯერ თამაში არ მოუგია, მომდევნო მატჩს გოგა ბითაძის გუნდი ხვალ 31 ოქტომბერს სტუმრად „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.









