კალათბურთი

17:40 | 30.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 10 ქულა და "ტორონტოს" მორიგი მარცხი

NBA-ს ახალ სეზონში მორიგი მარცხი იწვნია "ტორონტო რეპტორსმა". სანდრო მამუკელაშვილის გუნდი ამჯერად საკუთარ მოედანზე "ჰიუსტონთან 18 ქულიანი სხვაობით 121:139 დამარცხდა.

სანდრო მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე ჯამში 16 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველის მონაგარი 10 ქულასთან ერთად 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა. მამუკელაშვილმა 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტოს" ერთი მოგება და ოთხი მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება. მამუს გუნდი მორიგ მატჩს 1 ნოემბერს სტუმრად "კლივლენდის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089776