დღეს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, სადაც “სამტრედიამ” გორის “დილას” უმასპინძლა. მატჩი გორელთა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გუნდებს გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დასჭირდათ. მე-100 წუთზე შორეული დარტყმით თავი გორელთა 19 წლის განელმა ლეგიონერმა ემანუელ ბოანსიმ გამოიჩინა, ხოლო 122 წუთზე "სამტრედიის" კარში მეორე გოლი შოთა შეყილაძემ გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.
გორის “დილა” საქართველოს თასის ფიბალში ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე “იბერიასა” და ბათუმის “დინამოს” წყვილში გამარჯვებული იქნება. აღნიშნული შეხვედრა ხვალ, 31 ოქტომბერს 19:00 საათზე გაიმართება.







