საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური “უოტფორდის” შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა სრულად მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო.
ინგლისურმა კლუბმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ჩაკვეტაძის სურათი გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ ქართველი სრულიად ჯანმრთელია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
ცნობისთვის, ჩაკვეტაძემ ფეხის თითის ტრავმა გასული სეზონის ბოლოს მიიღო და 5 აპრილის შემდეგ აღარ უთამაშია.
“უოტფორდს” 12 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და ჩემპიონშიფში მე-14 ადგილს იკავებს.







