დღეს, იტალიურმა გამოცემა sportitalia-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. გამოცემამ პსჟ-ს შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას უმცროს ძმაზე თორნიკე კვარაცხელიაზე დაწერა, რომელიც ამჟამად "დინამო თბილისის" აკადემიაში თამაშობს და ამასთან ერთად საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრია.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე ჯერ 15 წლისაა ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან საკუთარი ნიჭის გამოვლენას უკვე იწყებს.
"კვარაცხელიების ოჯახში ფეხბურთი უცხო ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" ყოფილი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ახლა უკვე პსჟ-ს რიგებში თამაშობს, ყურადღება უნდა მივაქციოთ მის უმცროს ძმას თორნიკეს, რომელიც თავისი ნიჭის გამოვლენას იწყებს. ჯერ ხვიჩა კვარაცხელია, ახლა კი თორნიკე, ის მხოლოდ 15 წლისაა, თუმცა "ნაპოლის" ყოფილი მოთამაშის ძმა უკვე იწყებს თავისი ნიჭის გამოვლენას. მისი ნიჭი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ რამდენიმე ვიდეოში ვირუსულად გავრცელდა, სადაც ის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მაისურით თამაშობს.
თორნიკე ჩვენთვის კარგად ნაცნობი ხვიჩა კვარაცხელიას ძმაა, რომელიც ოჯახური ნიჭითაა დაჯილდოვებული და უკვე იწყებს ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდული სცენის მოხიბვლას. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას თორნიკემ გამოავლინა ის თვისებები და უნარები, რომლებიც მის ძმას მოგვაგონებს, განსაკუთრებით "ნაპოლიში" თამაშის პერიოდს. 2010 წლის 7 თებერვალს დაბადებული თორნიკე ძალიან პერსპექტიული მარცხენა ფლანგელია და იმედოვნებს, რომ ძმის კვალს გაჰყვება", - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, თორნიკე კვარაცხელია 15 წლისაა და მისი ძმის მსგავსად შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაშობს.









