სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:34 | 30.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ვიქტორ ოსიმენით დაინტერესდა

კატალონიის "ბარსელონა" "გალათასარაის" 26 წლის თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის გადაბირებით დაინტერესდა და რობერ ლევანდოვსკის შემცვლელად მოიაზრებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დიდია შანსი იმისა, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ ზაფხულში "ბარსელონა" დატოვოს და ამასთან დაკავშირებით "ბლაუგრანას" მესვეურებმა ფიქრი უკვე დაიწყეს. მათი მთავარი სამიზნე ნიგერიელი თავდამსხმელია, რომლის მიმართაც კატალონიელები ინტერესს 2024 წელსაც იჩენდნენ.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაიმ" მიმდინარე წლის ზაფხულში "ნაპოლიდან" 75 მილიონად გამოისყიდა. ნიგერიელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 9 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094779