ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ლუჩანო სპალეტიმ ჩაიბარა. ეს ცნობა ოფიციალურად დადასტურდა.
სპალეტიმ „იუვესთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა, თუმცა კლუბი თუ ოთხეულში მოხვდება და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, ხელშეკრულება ავტომატურად ორი წლით გახანგრძლივდება.
ლუჩანო სპალეტის კარიერის განმავლობაში „ემპოლიში“, „სამპდორიაში“, „უდინეზეში“, „რომაში“, „ზენიტში“, „ინტერში“, „ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრებში უმუშავია. მან ერთხელ სკუდეტო მოგო, ორჯერ იტალიის თასი, ერთხელაც იტალიის სუპერთასი.
სპალეტის დებიუტი შაბათს, „კრემონეზესთან“ საგარეო მატჩში შედგება. გამოცდილმა სპეციალისტმა იგორ ტუდორი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. „იუვენტუსი“ სერია A-ში 15 ქულით მეექვსე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზეც სამ ტურში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა.









