სხვა

23:41 | 30.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ ყიფშიძის მერვე ადგილი 20-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე

ალბანეთში მიმდინარე 20 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მანუჩარ ყიფშიძემ (71 კგ.) იასპარეზა.

ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით კონტინენტის პირველობის ატაცში 128 კგ. დაძლია და მე-9 ადგილზე გავიდა.

ძალოსანი აკვრაში დაძლეული 157 კილოგრამით მე-8 საფეხურზეა, იგივე პოზიცია უკავია ორჭიდში მოგროვილი 285 კილოგრამითაც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097882