„ლივერპულის“ თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს საუდის არაბეთის კლუბები იწვევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
TBR Football-ის ცნობით, ეგვიპტელ ფეხბურთელს დაახლოებით 170 მილიონ ევროს სთავაზობენ ხელფასის სახით. თუ სალაჰი შეთავაზებას დათანხმდება, მისი შემოსავალი თითქმის გაუტოლდება კრიშტიანუ რონალდუს შემოსავალს.
მიმდინარე სეზონში მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.









