სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:20 | 31.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს დეზირე დუე გამოაკლდა

„პარი სენ-ჟერმენს“ დეზირე დუე გამოაკლდა. ფრანგი ფეხბურთელი „ლორიანთან“ მატჩში დაშავდა.

როგორც პსჟ-ს ვებგვერდი იტყობინება, დუეს მარჯვენა ბარძაყის დაზიანება აქვს და რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. მისი მდგომარეობა სანაკრებო პაუზის შემდეგ ხელახლა შეფასდება.

მიმდინარე სეზონში დეზირე დუეს ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი უკვე გაუცდა. მან 8 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097312